24 სექტემბერს, ხუთშაბათს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ახალწვეულებთან გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე გექნებათ შესაძლებლობა ვირტუალურად შეხვდეთ, გაიცნოთ და თქვენთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვათ ტექნოლოგიის სკოლის ხელმძღვანელს, პროგრამების ხელმძღვანელებსა და კოორდინატორებს. პროგრამების წარდგენის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია. გიზიარებთ შეხვედრის ბმულს: https://meet.google.com/yhw-kszx-ojv 2020 წელი
NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 200 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, NASA-მ Space Apps-ის გლობალურ ორგანიზაციულ გუნდთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ NASA Space Apps Challenge 2020 ონლაინ რეჟიმში გაიმართება […]