30 ივნისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება საგარეო პოლიტიკის საბჭოს დირექტორი, PHD და ილიაუნის ლექტორი გრიგოლ ჯულუხიძე. საგარეო პოლიტიკის საბჭო დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრია, რომელიც დაფუძნებულია თბილისში. 2018 წლიდან საბჭოს მისიაა მაღალი ხარისხის დამოუკიდებელი კვლევების ჩატარება და ამ კვლევებზე დაყრდნობით პოლიტიკოსებისთვის ინოვაციური, პრაქტიკული რეკომენდაციების შეთავაზება. BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში […]
„კლასგარეშე საუბრები“– ილიაუნისა და განათლების კოალიციის ახალი ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული კონკურსის ფარგლებში და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ლაივრეჟიმში მოისმინონ ილიაუნის პროფესორთა საინტერესო ლექციები, დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ პასუხები. მომხსენებელი: ანა კორძაია-სამადაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების პროფესორი ლექციის თემა: „კარგი წიგნი ყველა თაობის მკითხველისათვის" ლექციას მოისმენთ ვიდოჩანაწერის სახით. […]
3 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „Live-შეხვედრები მშობლებთან“ მორიგი შეხვედრა თემაზე: „როგორ ვუთხრათ ბავშვს, რომ მას აუტიზმი აქვს“. შეხვედრას ფასილიტაციას გაუწევს ქეისმენეჯერი თაკო ბიწაძე. დრო: 3 ივლისი, 16:00 საათი შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი. შეხვედრების ციკლის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Toa48n
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. სერიის მეორე შეხვედრას ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შრევეპორტი) სრული პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე გამართავს. შეხვედრის თემა: „ნაპოლეონის აღმოსავლური ამბიციები: საქართველო და ევროპის სახელმწიფოთა ინტერესები ახლო აღმოსავლეთში“ ლექციის შესახებ მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ევროპის სახელმწიფოები ერთ-ერთი ყველაზე რთული და ხანგრძლივი დიპლომატიური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ – ეს იყო აღმოსავლეთის […]