11 მაისს, 19:00 საათზე, ფეისბუქლაივით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა უნილაბის მოკლე პრაქტიკული კურსების შესახებ პროექტის „ილიაუნი +" ფარგლებში. შეხვედრას გაუძღვება უნილაბის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სანდრო ასათიანი. პროექტის „ილიაუნი+" ფარგლებში ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას პრაქტიკული კურსები გაიაროთ ციფრული მარკეტინგის, wordpress დეველოპმენტის, Front-end (html, css) და UX დიზაინის საწყისებისა და Python დეველოპმენტის მიმართულებით. განაცხადების […]
პითონი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროგრამირების ენაა. Python დეველოპერთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება კოდის აღქმის სიმარტივის დამსახურებით. შემდეგ Cyber Talks-შზე უნილაბის ლექტორი და Python დეველოპერი თემურ ჩიჩუა გესაუბრებათ თემაზე „რა შესაძლებლობებს გაძლევს პითონის შესწავლა“, გაგაცნობთ ამ პროგრამულ ენას, პრაქტიკულ მაგალითებს, და სასწავლო რესურსებითაც მოგამარაგებთ. გელოდებით ჩვენს Facebook გვერდზე, 15 მაისს, პარასკევს, 19:00 საათზე.
მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, NASA European Space Agency (ESA)-სა და Japan Aerospace Exploration Agency (JAXA)-თან ერთად 29-31 მაისს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით გლობალურ ჰაკათონს – NASA Space Apps COVID-19 Challenge-ს ონლაინრეჟიმში გამართავს. პროექტი Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, მთავარი პარტნიორები არიან სექტორი 3 და პრომედოსი. ვირტუალურ ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად NASA იწვევს პროგრამისტებს, ენტერპრენერებს, მეცნიერებს, დიზაინერებს, ორატორებს, […]
15 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ფეისბუქის ლაივის საშუალებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას არქიტექტურის პროგრამის შესახებ. მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან: ია კუპატაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი, მკვლევარი ნანო ზაზანაშვილი – არქიტექტურის მკვლევარი, თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურის, ურბანული პოლიტიკისა […]
15 მაისს, პარასკევს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება საქართველოში ყველაზე დიდი დასაქმების პლატფორმის, jobs.ge-ს დამფუძნებელი და დირექტორი ალექსანდრე ხუბულავა. BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან შეხვედრებს ონლაინრეჟიმში. შეხვედრისას მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: როგორ შეიქმნა jobs.ge; როგორ შეიცვალა დასაქმების სისტემა ბოლო წლების მანძილზე; ფრილანსერობის უპირატესობები; […]
15 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის, ადიქციის კვლევების ინსტიტუტისა და სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერიის „COVID-19-თან დაკავშირებული ახალი ფსიქოსოციალური რეალობა და მასთან გამკლავება“ მეოთხე ვებინარი. ვებინარის თემა: „სტუდენტური ასაკი და ფსიქიკური ჯანმრთელობა“ ვებინარზე საუბარი შეეხება სტუდენტური ასაკის ადამიანების COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებს. გაგიზიარებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედ სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების […]