ანა (ოლა) სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე – 1919 წლის თებერვალში სწორედ ეს ხუთი ქალი აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში. ღონისძიებაზე მომხსენებლები ისაუბრებენ პოლიტიკაში ქალების როლსა და ჩართულობის მნიშვნელობაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები კი წაიკითხავენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 5 ქალი დეპუტატის წერილებს, ჩანაწერებსა და მოგონებებს, რათა 101 წლის […]
ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რამდენად ნაყოფიერი და საჭიროა დისტანციური მუშაობის კულტურა, ალტერნატიული ტექნოლოგიური სერვისები და საქართველოში თანამედროვე პროფესიების განვითარება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, დავივიწყოთ გეოგრაფიული საზღვრები და მსოფლიო გლობალურ ბაზარზე დასაქმება შევძლოთ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფაბლაბ ილიაუნი გთავაზობთ გრაფიკული დიზაინის ონლაინტრენინგკურსს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სახლიდან გაუსვლელად შეძლოთ თქვენთვის სასურველი კურსის შესწავლა და გლობალურ პლატფორმებზე […]
ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი ფილმის “Feminists: What Were They Thinking?” ჩვენებით შეუერთდება. დოკუმენტური ფილმი “Feminists: What Were They Thinking?” სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ქალების ინტერვიუების კრებულია, რომელიც კარგად ასახავს ფემინიზმის განვითარების სხვადასხვა ეტაპს და ამავდროულად ეხება ქალებისთვის უმნიშვნელოვანეს ისეთ საკითხებს, როგორებიც იდენტობა, დედობა, ფემიციდი, ბავშვობა, რასა, აბორტის უფლება თუ […]