4 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გიწვევთ ენერგეტიკული ტარიფებისა და მოწყვლადი მომხმარებლების დახმარების სქემების კვლევის შედეგების გასაცნობად და განსახილველად. შეხვედრაზე განხილული იქნება ბოლო ათი წლის განმავლობაში ენერგეტიკული ტარიფების და მოსახლეობის შემოსავლებისა და ენერგიის ხელმისაწვდომობის დინამიკა, ასევე სოციალური და ენერგეტიკული დახმარების სქემები, ტარიფების სუბსიდირება და მათი შედეგები. საუბარი შეეხება ტარიფების მაღალი პოლიტიკური სენსიტიურობის […]
5 მარტს,17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მწერლისა და პუბლიცისტის, გულნარა სტურუას წიგნის „რანი ვართ ახლა" პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს ლიტერატურულ და პუბლიცისტურ წერილებს. ეს მწერლის ამ ჟანრის მეოთხე წიგნია და მასშიც, წინა კრებულების მსგავსად, ავტორი ქართულ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. დრო: 5 მარტი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი და საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია წელს მეორედ უერთდება 6 მარტის, ენისა და მეტყველების თერაპიის საერთაშორისო დღის, აღნიშვნას და გიწვევთ საჯარო შეხვედრაზე, რომელზეც საუბარი იქნება ენისა და მეტყველების თერაპევტის როლზე წერა-კითხვის სირთულეების დროს. შეხვედრაზე საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოცოციაცია წარმოადგენს მის მიერ შემუშავებულ თერაპევტის პროფესიული კომპეტენციებისა და […]