19 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ კახა ბიწკინაშვილის სადისერტაციო ნაშრომის „პროცესირების გავლენა გენმოდიფიცირებული და არამოდიფიცირებული მცენარეების დეტექციაზე საკვებში“ დაცვა.
19 თებერვალს, 18:30 საათზე, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მოხსენება-დებატებს გამართავენ სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები პიერ-ანრი ტოვოიო და ჟან-კასიან ბიიე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფიკო ზვიადაძე. ლექციის შესახებ: „ფრანგული ლაიციზმი“ არაერთმნიშვნელოვანი ტერმინია. მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რას აღნიშნავს ის _ ლაიციზმი ფრანგული მოდელითაა განსხეულებული თუ ლაიციზმის მრავალ მოდელთაგან ფრანგული […]
23 თებერვალს, 13:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი და ვიცერექტორი ნანა დიხამინჯია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით ანა კორძაია-სამადაშვილი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავენ და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავენ თემაზე: როგორ ავირჩიოთ პროფესია. ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების […]