3 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 401 აუდიტორიაში გაიმართება მეოთხე შეხვედრა ილიაუნის PR Talks-ისა, რომელზეც ცნობილი სპიკერები, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სამთავრობო სტრუქტურების პროფესიონალები ისაუბრებენ კრიზისის დროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სირთულეებსა და კონკრეტულ კამპანიებზე, რომლებიც განახორციელეს 3 მიმართულებით: კრიზისის პრევენცია, კრიზისული კომუნიკაცია და ზიანის შემცირება, იმიჯისა და რეპუტაციის აღდგენა. თემა: […]
5 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში (მის.: ი.ჭავჭავაძის გამზირი N32) გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების დოქტორანტ თამარ გამყრელიძის სადისერტაციო ნაშრომის "The Role of Europe in the Identity Formation of Post-Soviet Georgia" დაცვა. სამეცნიერო ხელმძღვანელი – გიორგი ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის […]
5 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა მწერალ თეონა დოლენჯაშვილთან. სტუმარი წაიკითხავს ფრაგმენტებს თავისი ნაწარმოებებიდან და ისაუბრებს ლიტერატურის შესახებ. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველო მეხუთედ შეუერთდება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის შესახებ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო […]
2020 წლის 1-ლი მარტიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე „დრამზე დაკვრის საფუძვლები“. კურსზე დაიშვება დრამზე დაკვრის ნებისმიერი მსურველი 8 წლიდან. მიღების პირობა მუსიკალური სმენა და რიტმის შეგრძნებაა. კურსის წამყვანია ცნობილი მუსიკოსი და გამოცდილი პედაგოგი ლაშა სხილაძე, რომელსაც არაერთი ცნობილი დრამერი ჰყავს აღზრდილი. კურსი 12-კვირიანია, კვირაში ორი ერთსაათიანი მეცადინეობა გაიმართება. კურსის სრული საფასურია 480 […]
7 თებერვალს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E206 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით: საგარეო ურთიერთობების სამსახური ➳ ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E208 ☏ 995 322 220009-367 ✉ erasmusplus@iliauni.edu.ge