23 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი ნატო დარჩია წაიკითხავს მოხსენებას „ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურისა და ძილის ეეგ მაჩვენებლების ლონგიტუდური კველევა მოზარდებში“. თემის მოკლე აღწერა ძილის ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) განიცდის მკვეთრ ცვლილებებს მოზარდობის პერიოდში. ეს ცვლილებები თავის ტვინის მომწიფების პროცესის ერთ-ერთ კომპონენტად განიხილება. შესაბამისად, მოზარდებში ძილის ეეგ მონაცემების ლონგიტუდური კვლევა თავის ტვინის მომწიფების პროცესზე […]
23 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ლევან ხუციშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე:„თბილისი – ღია თუ დახურული ქალაქი?“ თემის მოკლე აღწერა პროექტის ფარგლებში თბილისი შეფასდა რიჩარდ სენეტას მიერ შემოთავაზებული ღია და დახურული ქალაქის კრიტერიუმების მიხედვით, ასევე თანამედროვე ურბანული ტენდენციების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ქალაქების ფუნქციონირების პროცესში გონიერი ქალაქების ინსტრუმენტების როლის ზრდას, ასევე შეფასდა თბილისის გონიერ […]
23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი, ეკონომიკის დოქტორი იოსებ არჩვაძე წაიკიკითხავს მოხსენებას „მიგრაციის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები თანამედროვე საქართველოში“. თემის მცირე აღწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პერიოდში უმაგალითო მასშტაბები მიიღო ქვეყნიდან მოსახლეობის ემიგრაციამ. ამის გამო მოსახლეობის შემცირებით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერია. საქართველოდან ემიგრაციის ძირითადი ფაქტორი იყო და […]
23 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, თეა გოდოლაძე წაიკიკითხავს მოხსენებას „კავკასიაში დედამიწის ქერქის სისქის კვლევა“. თემის მცირე აღწერა 2017 წლიდან ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ენერგიის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც კავკასიის მაშტაბით დამონტაჟდა 52 სადგური სხვადასხვა ლოკაციებზე. ექსპერიმენტის ფარგლებში, მოპოვებული მონაცემების გამოყენებით ვაწარმოეთ კვლევა, რათა […]
24 დეკემბერს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება არდაშელ ლაცუზბაიას საჯარო ლექცია თემაზე: "Impact of human papillomavirus vaccination in Luxembourg". თემის მოკლე აღწერა ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ) სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზია. კიბოსა და პაპილომა ვირუსს შორის ეტიოლოგიური კავშირის დადგენამ განაპირობა სხვადასხვა პრევენციის […]
24 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის პროფესორ მერაბ სვანაძის მონოგრაფიის „პოტენციალთა მეთოდი მრავალგვარი ფოროვნობის მქონე გარემოს მათემატიკურ თეორიებში“ (Potential Method in Mathematical Theories of Multi-Porosity Media) პრეზენტაცია. მონოგრაფიაში პოტენციალთა მეთოდის გამოყენებით გამოკვლეულია დრეკადობისა და თერმოდრეკადობის მათემატიკური თეორიების სივრცითი ამოცანები ოთხგვარი ფოროვნობის მქონე მასალებისათვის. მიღებული შედეგები […]
26 დეკემბერს, 15:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ადიქციის კვლევების ინსტიტუტი გამართავს 2019 წელს სხვადასხვა კვლევითი პროექტის ფარგლებში შესრულებულ ნაშრომთა პრეზენტაციას. პრეზენტაციაზე წარადგენენ საქართველოს ნარკოვითარების უახლეს ანალიტიკურ ანგარიშს რომლის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯია“, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“, დაავადებათა კონტროლისა და […]
26 დეკემბერს, 19:00 საათზე, ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში ექსკლუზიურად მონაწილე გუნდებისთვის ნიკოლოზ გოგოჭური, სერიული ანტერპრენერი და სტარტაპ VRex Immersive-ის დამფუძნებელი, წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,ესაუბრე ბაზარს“. აღსანიშნავია, რომ VRex Immersive პირველი სტარტაპ კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას ვირტუალური რეალობის გამოყენების საშუალებას აძლევს. პრე-აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი […]
დასწრებიხართ კონცერტს, რომლის ბილეთიც სათამაშოების სანაცვლოდ მიგიღიათ და ამით ძალიან მნიშვნელოვან საქმეში შეგიტანიათ წვლილი? 26 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ახალგაზრდა მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე და ილიაუნის მუსიკის ცენტრის საშემსრულებლო მიმართულების სტუდენტები – ბადი ანთაძე, მარიამ ბეჟუაშვილი, დავით ალადაშვილი, ელენე გოგოლაძე, ნიკოლოზ შენგელია – ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბენეფიციარების მხარდასაჭერად გაერთიანდებიან და არაჩვეულებრივ […]