12 აგვისტოს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გიწვევთ მარიო ვარგას ლიოსას ეპოქალური რომანის – „საუბარი კათედრალში“ წარდგენაზე. მარიო ვარგას ლიოსას რომანი „საუბარი კათედრალში“ 1969 წელს გამოქვეყნდა. წიგნში აღწერილია პერუელი დიქტატორის – მანუელ ოდრიას (1948-1956) ძალადობრივი ეპოქა. მწერალი დიდი მხატვრული ოსტატობით მოგვითხრობს კორუმპირებული და უსამართლო სისტემის მანკიერებებზე. რომანის გმირები, სანტიაგო და ამბროსიო, წლების შემდეგ […]