2 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 307 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და მსოფლიოში აღიარებული საგამომცემლო კომპანია ელსევიერი (Elsevier) თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გიწვევთ სემინარზე: „Mendeley – სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით“. პროგრამა Mendeley გამოიყენება სამეცნიერო ნაშრომების ორგანიზებისა და გაზიარებისთვის. მისი ონლაინვერსია კი წარმოადგენს აკადემიურ […]
2017 წლის 3-5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება CODFREURCOR-ის (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ფრანკოფონული რეგიონული სადოქტორო კოლეჯი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მე-5 საერთაშორისო კონფერენცია: „21-ე საუკუნის 21 გამოწვევა: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე პროფესორი, დოქტორანტი, მეცნიერი, მკვლევარი როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს 15 ქვეყნიდან, ესენია: მოლდოვა, რუმინეთი, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, კანადა, ვიეტნამი, ლიბანი, ალჟირი, […]
24 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრ SALiS-ს ეწვევა ლიმერიკის უნივერსიტეტის (ირლანდია) პროფესორი პიტერ ჩაილდსი. პროფესორი ჩაილდსი საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის გამართავს საჯარო ლექციებსა და ორ სემინარს – „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება – ბუნებისმეტყველების საიდუმლოებანი“ – თბილისსა და თელავში. სემინარები განკუთვნილია V, VI, VII კლასის ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისთვის, რომლებიც არიან საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი […]
4 ოქტომბერს, 19:30 საათზე ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა ,,პეგასი“ გეპატიჟებათ ხათუნა თავდგირიძის რომანის – „თევზი ორი ჩრდილით“ წარდგენაზე. „თევზი ორი ჩრდილით“ მაგიური რეალიზმის ჟანრში დაწერილი თანამედროვე ქართული ფილოსოფიური რომანია, რომლის სიუჟეტი, ერთი მხრივ, გამოგონილი მისტიკური ქვეყნის – ზღვისპირა უმმანის, მეორე მხრივ კი, ისტორიული ადრეული შუა საუკუნეების დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ქრისტიანული და ისლამური სამყაროების გადაკვეთათა […]
6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში Erasmus + პროექტის: „კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში ფარგლებში დაგეგმილია კვლევის – „სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის“ – ანგარიშის პრეზენტაცია. კვლევა შესრულებულია პროექტში ჩართული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ 2016-17 წლებში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელობით. მათ ასისტირებას უწევდნენ პროექტის […]
6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით იურისტი გიორგი მშვენიერაძე გამართავს საჯარო ლექციას: „ზოგი რამ თავისუფლების შესახებ“. განხილული იქნება თავისუფლების ფილოსოფიური საფუძვლები და პრინციპები, რა ასახვა ჰპოვეს მათ ქართულ პუბლიცისტიკაში, რა არის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტები. დრო: 6 ოქტომბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
7 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ფაკულტეტის პროფესორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, სორბონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორ ალბერტ ბაიბურინის საჯარო ლექცია: „საბჭოთა პასპორტი“. 1917 წელს რუსეთის იმპერიაში არსებული საპასპორტო სისტემა შეიცვალა. საზოგადოებამ 15 წელი ამ დოკუმენტის გარეშე იცხოვრა. მოულოდნელად, 1932 წელს, სსრკ-ში შემოიღეს ახალი საპასპორტო სისტემა. რით იყო ეს […]