19 ივლისს, 19:00 საათზე, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ინტელექტი“ გეპატიჟებათ მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ქალაქი და ძაღლების“ წარდგენაზე. „ქალაქი და ძაღლები“ ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის პირველი რომანია. წიგნში აღწერილია ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებლის სასტიკი ყოფა. „ქალაქი და ძაღლები“ დიდწილად მწერლის პირადი გამოცდილების ნაყოფია, რადგან თავადაც ამ სასწავლებლის მოსწავლე იყო. რომანმა იმთავითვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება […]
22 ივლისს, 20:00 საათზე, ვაკის პარკში გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე. ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია. ტრადიციულად წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამარჯვებული კურსდამთავრებულები გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით – ქუდების ცაში ასროლით […]