29 მარტს, პარასკევს, გაიმართება საქართველოს ფუტსალის თასის გათამაშების მეოთხედფინალური მატჩები. ილიაუნის ფუტსალის პირველი გუნდი მეოთხედფინალურ მატჩს თავდაცვის სამინისტროს გუნდთან „არმია“ გამართავს. წინა ეტაპი ჩვენმა გუნდმა წარმატებით გადალახა (t.ly/F75mb) და ანგარიშით 4-3 დაამარცხა წალენჯიხელები. თავის მხრივ, „არმია“ მერვედფინალში ფუტსალის ლიგის მესამე ლიგის გუნდს „ჯიპა” შეხვდა და ადვილად გადალახა აღნიშნული ბარიერი (6-0). ილიაუნისა და არმიელთა დაპირისპირებას დიდი […]