27 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ძიუდოში. შეჯიბრება გაიმართება 60, 66, 73, 81, 90, 100, +100 კგ. წონით კატეგორიებში, ძიუდოს საერთაშორისო წესების შესაბამისად, დამამშვიდებელი ორთაბრძოლების გარეშე. წონაში დაშვება – 2 კგ. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი, მედლები და სიგელები. […]