26 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი გიორგი ხეოშვილი ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „რუსულ რელიგიურ მოდერნიზმში შემუშავებული სქესის თეორიათა ზოგიერთი იდეის რეცეფცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში“. მოხსენება ეხება გრიგოლ რობაქიძის (1880-1962), როგორც XX საუკუნის პირველი ათწლეულების ქართულ კულტურაში მოდერნისტული მხატვრულ-ფილოსოფიური იდეების უმთავრესი გამავრცელებლის, შემოქმედებას. რობაქიძე მიზანმიმართულად ცდილობდა ევროპაში […]