14 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა მარიამის კოლეჯის (ირლანდია) ასისტენტ-პროფესორი კიტ იანგი გამართავს ონლაინსემინარს „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გავლენა სწავლა-სწავლებასა და შეფასებაზე“. მომხსენებელი განიხილავს დიდი ენობრივი მოდელების ფუნქციონირებას, მათ შესაძლებლობებსა და შეზღუდვებს. ყურადღებას გაამახვილებს ტექნოლოგიების ეთიკურ, პედაგოგიურ და პრაქტიკულ გავლენებზე, ასევე მათ როლზე სწავლა-სწავლებასა და შეფასების პროცესში. სემინარის მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის განათლებაში გამოყენების […]