18 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ვებინარების ციკლის მეორე შეხვედრა „ღია მასალები". ისაუბრებენ: ლუიზა ბერიძე, ბათუმის N34 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ხატია კონცელიძე, ბათუმის N35 საბავშვო ბაღის პეც. პედაგოგი შეხვედრა გაიმართება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე.
19 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ინტერაქციული ვორკშოპი „შეხვდით ავსტრიელებს, შეხვდით ქართველებს: ბიზნესი, კულტურა და მდგრადობა – რა თემაზე ვსაუბრობთ?“. ვორკშოპის შესახებ რა გვამოძრავებს დღეს ჩვენ ავსტრიასა და საქართველოში? რა გავლენას ახდენს საერთაშორისო გარემო ბიზნესზე? რა გავლენას ახდენს კულტურული განსხვავება ბიზნესზე? რა უნდა გავითვალისწინოთ კორპორაციულ კონტექსტში ინტერკულტურულ ურთიერთობებში ჩართვისას? როგორია ავსტრიული […]