13 და 15 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის პროფესორი აქსელ გოსრი აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხავს ორ ლექციას პოლიტიკის ფილოსოფიისა და ეთიკის სამართლიანობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ლექციების თემატიკა ეფუძნება მის წიგნს “What is Intergenerational Justice?“ (Polity, 2023). ლექციებზე რეგისტრაციისა და საკითხავი მასალისთვის დაუკავშირდით თამაზ თოხაძეს: tamaz_tokhadze@iliauni.edu.ge ილიაუნის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომელთა კვლევა დაკავშირებულია პროფესორ გოსრის კვლევით […]
16 მაისს, 13:00 საათზე, ილიაუნის ალუმნი განვითარების ქსელისა და უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით ივა ლომიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „ლიბერალური იდეალები და რეალისტური პოლიტიკა: ისტორიის დასასრულის დასასრული?“. მომხსენებელი განიხილავს თანამედროვე გეოპოლიტიკურ პროცესებს და ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შესაძლო დასასრულს. როგორ ეჯახება ლიბერალური იდეალები გლობალური პოლიტიკის რეალობას, როგორ მოქმედებს მსოფლიო კაპიტალისტური სისტემის ლოგიკა საგარეო პოლიტიკაზე და შეიძლება თუ […]