28 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკაში პროფესორ ფილიპ კიმის ორგანიზებით გაიმართება აქცია „წარმატებული ადამიანების 8 ჩვევა“. ლექციაზე ამერიკელი პროფესორები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ ჩვევებსა და ფილოსოფიას, რაც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება. დისკუსია გაიმართება „მრგვალი მაგიდის/მუსიკალური სკამების“ ფორმატში, სადაც სპიკერები განლაგდებიან 4 მაგიდასთან (თითოეულ მაგიდასთან - 2 სპიკერი). დისკუსიის მონაწილეები კი შეიკრიბებიან […]
31 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში პროფესორი სულხან მუხიგულაშვილი და ასისტენტ-პროფესორი მარიამ მანჯიკაშვილი წაიკითხავენ საჯარო მოხსენებებს. 17:00 საათზე პროფესორი სულხან მუხიგულაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „პერიოდული ამოცანა მაღალი რიგის გადახრილ არგუმენტებიანი დიფერენციალური განტოლებებისთვის“. 18:00 საათზე ასისტენტ-პროფესორი მარიამ მანჯიკაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „არაოსცილაციურობის აუცილებელი და საკმარისი პირობები მეოთხე რიგის წრფივი ჩვეულებრი […]