18 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში კოსმოსური კვლევების ცენტრის სემინარის ფარგლებში ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი ალბერტო როპერ პოლი წაიკითხავს მოხსენებას სამყაროს საწყისი მაგნიტური ველებისა და გრავიტაციული ტალღების მრავალმხრივი კვლევების შესახებ. დოქტორი ალბერტო როპერ პოლი არის შვეიცარიის ჟენევის უნივერსიტეტის კოსმოლოგიისა და ასტრონაწილაკების ჯგუფის ხელმძღვანელია. მჭიდროდ თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მკვლევრებთან გრავიტაციულ […]
19 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ბოლონიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი სალომე მჭედლიძე წაიკითხავს ლექციას „რას გვეუბნება თანამედროვე დაკვირვებები კოსმოლოგიური მაგნიტური ველების წარმოშობის შესახებ?“. მომხსენებელი ისაუბრებს გალაქტიკებში, გალაქტიკურ გროვებსა და კიდევ უფრო დიდი მასშტაბების მაგნიტურ ველებზე დაკვირვების შესახებ. არსებობს თუ არა მაგნიტური ველები კოსმოსურ სიცარიელეებში და თუ არსებობს, საიდან წარმოიქმნება. […]
19 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი მედიცინის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ირაკლი ფიფია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „Comparative Analysis of Treatment Methods for Incisional Ventral Hernias“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ივანე აბიათარი სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 19 დეკემბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის […]