2 დეკემბერს, 15:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია „ორკინი საქართველოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დოქტორი რონ ჰარისონი, სერტიფიცირებული ენტომოლოგი, „ორკინის“ საერთაშორისო მიმართულების ტექნიკური მხარდაჭერის დირექტორი, წაიკითხავს ლექციას „მწერები ურბანულ გარემოში“. რონ ჰარისონს ენტომოლოგიის დოქტორის ხარისხი მიკროორგანიზმების ბიოლოგიური კონტროლის მიმართულებით მიენიჭა ჯორჯიის უნივერსიტეტში. მერსერის უნივერსიტეტის მიწვეული და დამსახურებული პროფესორია. მონაწილეობს ბიოლოგიური […]
5 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი დალი კეკელიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ბავშვებში ტყვიით მოწამვლის რისკფაქტორები და პრევენცია საქართველოში“ (Risk factors and prevention of children’s poisoning with lead in Georgia). სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იაგორ კალანდაძე სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 5 […]
6 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით ილიაუნის S800 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VII კონფერენცია. კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მკვლევრები, ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობით გაიმართება საპოსტერო მოხსენებების სესია. საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის (AGB) მიზანია საქართველოში ბიოქიმიისა და მოლეკულური […]