6 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის – კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის პროგრამის დოქტორანტი ვასილ მეტრეველი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „წაბლის ეკოლოგია კავკასიაში“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ალექსანდრე გავაშელიშვილი; გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰოლგერ კრეფტი. […]