14 ივნისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G406 აუდიტორიაში გაიმართება გასაუბრება საზაფხულო სკოლით დაინტერესებულ სტუდენტებთან. საზაფხულო სკოლა ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე მოეწყობა 16-25 ივნისს პროექტის „აკადემიური გამოცდილების გაზიარება მდგრადი ტყის მართვისთვის“ ფარგლებში. სტუდენტები შეიძენენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ტყის მართვის, ოპერაციებისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით. სკოლას გაუძღვებიან შვეიცარიელი და ქართველი მეცნიერები და ლექტორები. ლექციები გაიმართება ილიას […]
16 ივლისს, 13:00 საათზე, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის „ეკოლოგია“ დოქტორანტ გიორგი ეპიტაშვილის სადისერტაციო ნაშრომის „საქართველოს მტკნარი წყლის თევზების ტაქსონომიური რევიზია და სახეობათა მოწყვლადობის შეფასება“ (Taxonomic revision of freshwater fishes of Georgia and the assessment of species vulnerability) დაცვა. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ბელა ჯაფოშვილი […]