5 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ვარშავის სიცოცხლისშემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (Warsaw University of Life Sciences, პოლონეთი) პროფესორები, რობერტ პოპეკი და არკადიუშ პჟიბიში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. რობერტ პოპეკი – „ურბანული მცენარეულობა, როგორც ბუნებრივი ფილტრი: ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკების დაჭერაში მწვანე ინფრასტრუქტურის როლის შეფასება“ პროფესორი რობერტ პოპეკი განიხილავს, როგორ უწყობს ხელს ურბანული გამწვანება ჰაერის დაბინძურების […]
6 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება სურსათის უვნებლობის დღის აღნიშვნას, რომლის სლოგანია „სურსათის უვნებლობა ყველას საქმეა“. წლევანდელი თემაა „სურსათის უვნებლობა: მეცნიერება მოქმედებაში“. ამ დღეს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება სტუდენტური ესეების პრეზენტაციების ციკლი „რატომ არის მეცნიერება მნიშვნელოვანი სურსათის უვნებლობისთვის?“. სტუდენტები წარმოადგენენ ნაშრომებს სურსათის უვნებლობის, ჯანმრთელობისა და მეცნიერების ურთიერთკავშირის შესახებ. პრეზენტაციების მიზანია სტუდენტთა […]