,,გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა” – დალი კეკელიძის საჯარო ლექცია

18 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის გარემოს ჯანმრთელობის კურსის მოწვეული ლექტორი დალი კეკელიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას ,,გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა". შეხვედრის მიზანია სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული მხარის ცნობიერების ამაღლება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის ურთიერთობის შესახებ. ლექციაზე განხილული იქნება, როგორ მოქმედებს გარემო ფაქტორები – ჰაერის დაბინძურება, […]

დოქტორანტ მარიამ ალბექიონის სადისერტაციო ნაშრომის “GLOBAL-SCALE ROSSBY WAVES ON STARS” დაცვა

21 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის - კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი მარიამ ალბექიონი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს: “Global-Scale Rossby Waves on Stars” (მსხვილმასშტაბიანი როსბის ტალღები ვარსკვლავებზე). სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ კუხიანიძე, გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ლაურენტ გიზონი სამუშაო ენა: ინგლისური […]

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე და სტუდენტური კონკურსი

7 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული მოხსენებათა ციკლი, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის თვალსაზრისით როგორც ხანმოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის თემაა: „სურსათის უვნებლობა: მოემზადე მოულოდნელობებისთვის“. ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სტუდენტური კონკურსი - „რატომ არის მნიშვნელოვანი: […]

„ბიობლიცი“

8 ივნისს, 11:00-დან 17:00 საათის ჩათვლით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ERGA-ის (ევროპული გენომის ატლასი) დაფინანსებით, GEORBLITZ-ის ინიციატივის ფარგლებში გაიმართება „ბიობლიცი“. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებს გაუზარდოს ინტერესი ველური ბუნების მიმართ და გააცნოს დაკვირვებისა და კვლევის ტექნიკა. მეცნიერები და ღონისძიების სხვა მონაწილენი შეძლებენ საქართველოში არსებული ცოცხალი ორგანიზმების, კერძოდ, ორფრთიანების (ბუზები და მონათესავე ორგანიზმები), […]

„ტექნოლოგიური რისკების მართვა“ – დოქტორ ანდრეი-ტიტუს რადოვიჩის საჯარო ლექცია

12 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E315 აუდიტორიაში დოქტორი ანდრეი-ტიტუს რადოვიჩი (ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტი, რუმინეთი) წაიკითხავს ლექციას „ტექნოლოგიური რისკების მართვა“. მომხსენებელი შეეხება რუმინეთში ტექნოლოგიური რისკების შეფასებისას სივრცული გეგმარების როლს, განიხილავს საუკეთესო გამოცდილებას, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ამ მიმართულებით. მომხსენებლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://enviro.ubbcluj.ro/en/staff/asistent-cercetare-andrei-titus-radovici-3/ სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 12 ივნისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E315 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის […]

პროფესორ მიხაილ ზილმბერმინტის საჯარო ლექციები

28 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციასთან თანამშრომლობით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მიხაილ ზილმბერმინტი წაიკითხავს საჯარო ლექციებს: ენდოკრინული ჰოსპიტალისტი: დიაბეტის მოვლის ხარისხის გაუმჯობესება; ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დიაბეტის მართვა (გასაკვირად მარტივად). სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 28 ივნისი, 16:00-18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება […]

საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღე ბოტანიკურ ბაღში

12 ივლისს, 15:00-დან 18:00 საათამდე, ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ  ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (SPG-23-1618) ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართავს საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს. ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1933 წელს, დღემდე წამყვან როლს ასრულებს საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის […]

„სქესობრივად გამრავლებადი და პართენოგენეზული კლდის ხვლიკების (Darevskia Arribas) სასიცოცხლო ციკლების შედარებითი კვლევა“- დოქტორანტ ნათია ბარათელის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

16 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტი ნათია ბარათელი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „სქესობრივად გამრავლებადი და პართენოგენეზული კლდის ხვლიკების (Darevskia Arribas) სასიცოცხლო ციკლების შედარებითი კვლევა“. თემის მოკლე მიმოხილვა Darevskia-ს გვარის კავკასიური კლდის ხვლიკების მრავალფეროვან ჯგუფში ვხვდებით როგორც ორსქესიან, ასევე, პართენოგენეზულ (ერთსქესიან) სახეობებს. სწორედ ამ ჯგუფში დაფიქსირდა ხმელეთის ხერხემლიანების პირველი პართენოგენეზული ფორმა. […]

დოქტორანტ ლევან ნაცვლიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

19 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლევან ნაცვლიშვილის სადისერტაციო ნაშრომის „სივრცული მონაცემების ინფრასტრუქტურის (SDI) შექმნა სამეცნიერო-აკადემიური მიზნებისთვის და მისი გამოყენება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში" დაცვა. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატო ჯორჯიაშვილი სამუშაო ენა: ქართული დრო: 19 […]

პროფესორ ბესიკ კანკიას სემინარი „სიცოცხლის წარმოშობის ახალი ჰიპოთეზა: კვადრუპლექსური სამყარო“

23 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოფიზიკის მიმართულებით, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის (აშშ) უფროსი მკვლევარი ბესიკ კანკია გამართავს სემინარს თემაზე: „სიცოცხლის წარმოშობის ახალი ჰიპოთეზა: კვადრუპლექსური სამყარო“. თემის მოკლე მიმოხილვა დღევანდელობის ყველაზე პოპულარული სიცოცხლის წარმოშობის ჰიპოთეზა, რნმ-ის სამყარო, პარადოქსულია და […]