14 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 26-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი. 2024 წელს გუნდმა მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდებს შორის პირველი ადგილი ფესტივალზე „სტუდფესტ 2024“. გუნდის წევრებს ჰქონდათ წარმატებული გასტროლები პოლონეთში, სერბეთში, ესტონეთსა და საფრანგეთში. გუნდის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. დრო: 14 ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
17 ივლისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი“ 2025 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია. ნომერი ეძღვნება მართლმადიდებლური თეოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას, მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასს. გამოცემის თემატიკა იმდენად მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს ეხება, რომ იგი ერთ-ერთმა თეოლოგიური კვლევების აკადემიამ საზღვარგარეთაც დაბეჭდა და გაავრცელა. ღონისძიებას თეოლოგი ბექა მინდიაშვილი გახსნის. დეკანოზი გიორგი წეროძე, გამოცემის მთავარი […]
18 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ისტორია“ დოქტორანტი ანა ლოლუა დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს Between Imperial and Anti-Imperial: The Case of the Georgian State Museum since the Early Bolshevik Period up until the […]