7 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია ეძღვნება ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, 2015 წლის 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული ივლიტა ჯიბუტის, ხსოვნას. კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ სტუდენტები. დრო: 7 ივლისი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია, ქ. […]
8 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიაუნისა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი შოთა აზიკური დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს Science in Democracy: Constructing the Authority of Science („მეცნიერება დემოკრატიაში: მეცნიერების ავტორიტეტის კონსტრუირება“). ერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის […]