12 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები სოციალურ მეცნიერებათა სექცია: დაიწყება 12:00 საათზე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია მუშაობას დაიწყებს 14:00 საათზე. კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, რომლებსაც გამოგზავნილი აქვთ შესაბამისი თემატური რეზიუმეები. კონფერენციას დაესწრებიან და მომხსენებლებს […]
13 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პანელური დისკუსია „თერგდალეულები და ქართული ეროვნული თვითმყოფადობის აღორძინება“ მე-19 საუკუნის ქართული ინტელექტუალური თაობის, თერგდალეულების, მისიისა და მემკვიდრეობის გააზრების შესახებ. სწორედ მათ დაეკისრათ ბრძოლა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებისა და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებისთვის. საუბარი შეეხება იმ პრინციპებს, რომლებიც თერგდალეულების მოძრაობას წარმართავდა, ქვეყნის გარე და შიდა საფრთხეებს, რომელთა გადალახვასაც ისინი ცდილობდნენ, ასევე ეროვნული თვითმყოფადობის […]