22 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის, გიორგი ჭკადუას წიგნის „მიხეილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფისნაცვლო“ პრეზენტაცია. გიორგი ჭკადუამ სამაგისტრო ნაშრომი „მიხეილ ვორონცოვი და მეფისნაცვლის ინსტიტუტის შექმნა კავკასიაში“ ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ალექსანდრე მიქაბერიძის, ხელმძღვანელობით დაიცვა. ნაშრომი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“ სერიაში „ახალი თაობის ისტორიკოსები“. […]