13 და 15 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის პროფესორი აქსელ გოსრი აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხავს ორ ლექციას პოლიტიკის ფილოსოფიისა და ეთიკის სამართლიანობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ლექციების თემატიკა ეფუძნება მის წიგნს “What is Intergenerational Justice?“ (Polity, 2023). ლექციებზე რეგისტრაციისა და საკითხავი მასალისთვის დაუკავშირდით თამაზ თოხაძეს: tamaz_tokhadze@iliauni.edu.ge ილიაუნის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომელთა კვლევა დაკავშირებულია პროფესორ გოსრის კვლევით […]
16 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი გიწვევთ ლექციებისა და ვორკშოპების დასკვნით კონცერტზე, რომელსაც გამართავენ ვორკშოპის „მართული იმპროვიზაცია“ მონაწილე სტუდენტები და პედაგოგები. ანსამბლს უდირიჟორებს კომპოზიტორი და შემსრულებელი დანიელე ლედდა (Daniele Ledda). დრო: 16 მაისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია.