18 თებერვალს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 უდიტორიაში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გამართავს 24-ე სემესტრულ საანგარიშო კონცერტს. დრო: 18 თებერვალი, 18:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია (დარბაზი), ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია.
19 თებერვალს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ცხადაძე წაიკითხავს მოხსენებას „ნებელობითი არცოდნა – ეპისტემური წინააღმდეგობის შესაძლო ფორმა?“. იგი ეპისტემური უსამართლობისა და ეპისტემური ჩაგვრის ცნებების გამოყენებით გაანალიზებს და შეაფასებს ე.წ. ვოუქიზმის სადავო ასპექტის – „გაუქმების კულტურის“ გამოყენებას კლასიკური ტექსტების მიმართ, კერძოდ, „გაუქმების მოთხოვნას“ გააანალიზებს ჰერმენევტიკული უსამართლობისა და ნებელობითი არცოდნის კონცეფციების შუქზე. ასისტენტ-პროფესორი თამაზ […]