30 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში გაიხსნება გამოფენა „Globale Verflechtungen. Deutsche Siedler in Georgien (1817-1941) / გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“, რომელიც გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით. გამოფენა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზიგენის უნივერსიტეტს შორის განხორციელებული პროექტის „Globale Verflechtungen der Deutschen in Georgien (1817-1941)“ შედეგად. დამთვალიერებელი 23 ბანერით გაეცნობა საქართველოში […]
30 იანვარს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორ ლორ კასტენსა და ამავე სააგენტოს საქართველოს ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელ თამარ ღარიბაშვილთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ასოცირებული წევრია. სტუმრები ისაუბრებენ ღონისძიებებზე, რომლებიც ემსახურება ფრანგული ენისა და კულტურის, ფრანკოფონული ქვეყნების კულტურის პოპულარიზაციას როგორც […]
31 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი ირაკლი დეკანოზიშვილი დაიცავს სადოქტორო ნაშრომს “The Conception of Recognition in Ethics and Political Philosophy” („აღიარების კონცეფცია ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში“). ერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, […]