19 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიხსნება გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“, მიძღვნილი აკადემიკოს გიორგი წერეთლის დაბადებიდან 120-ე წლისთავისა და აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი. კონფერენცია გაიმართება 20 და 21 დეკემბერს. 21 დეკემბერს ასევე ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ […]