10 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებული მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ვორკშოპი და კონცერტი. 11:00 საათზე პოლონელი შემსრულებლები ევა ლიბხენი და ემილია კაროლინა შიტარში ჩაატარებენ ვორკშოპს. დაინტერესებულ მსმენელს წარუდგენენ ფლეიტისა და ფორტეპიანოს განვრცობილ, სონორულ შესაძლებლობებს. 18:00 საათზე გაიმართება კონცერტი „პოლონური სონორიზმის კვალდაკვალ“. შესრულდება როგორც პოლონური სონორიზმის შედევრები, ისე ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის, ელენე გოგოძის, სპეციალურად […]