21 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტრალაუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „ბერძნული მითები და დროის დასაწყისი: ჰესიოდეს კრონოსი და დროის ასპექტები“. მომხსენებელი განიხილავს ჰესიოდეს მითებში დროის წარმოშობასთან დაკავშირებულ ფილოსოფიურ პრობლემატიკას. ჰესიოდე დროითი ცვლილების, თვეების, სეზონებისა და წლების წარმოქმნას უკავშირებს კრონოსის მიერ მამამისზე, ურანოსზე, განხორციელებულ ძალადობის აქტს, […]
23 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტრალაუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „დროის დასაწყისი და სამართლიანობა ბერძნულ მითებში: ჰესიოდეს ღმერთები, რომლებიც შურისძიებას ესწრაფვიან“. მომხსენებელი შეეხება ჰესიოდეს მიერ აღწერილი კრონოსისა და პრომეთეს (კავკასიურ ტრადიციაში − ამირანის) მითების საფუძველზე სამართლიანობის იდეის საწყისს ბერძნულ მითოლოგიაში და ეცდება უპასუხოს ფილოსოფიურ, მორალურ […]
24 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური კონფერენცია ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში, საერთაშორისო სადოქტორო სეზონური სკოლის 2024 წლის გამოშვების შემაჯამებელი ღონისძიება. კონფერენციის თემებია: დემოკრატიის თეორია, ცხოველებთან მოპყრობის ეთიკა, ზიანის პრინციპის ადგილი ნორმატიულ თეორიაში, ექსპერიმენტული მეთოდები მორალის ფილოსოფიაში. მომხსენებლები იქნებიან ილიაუნის ფილოსოფიის მიმართულების სტუდენტები და კურსდამთავრებულები. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა. სამუშაო ენა: ქართული დრო: 24 ოქტომბერი, […]