15 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, კუალა-ლუმპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (მალაიზია) ისლამური მეცნიერებისა და ცივილიზაციის კვლევის ცენტრის პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში: მალაური სამყარო, მისი ისტორია და კულტურა“. ანოტაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, მალაური სამყაროს ჩათვლით, ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ცენტრია. უძველესი დროიდან ცნობილი რეგიონი […]
15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე არქეოლოგი და ხელოვნების ისტორიკოსი დიონისე მურელატოსი (ათენი, საბერძნეთი) ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „ბიზანტიური ძეგლების მენეჯმენტი თანამედროვე საბერძნეთში (XIX-XX სს.)“. საბერძნეთის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ აქტუალური გახდა „ეროვნული უწყვეტობის“ საკითხი, რომელსაც სხვადასხვაგვარად განიხილავდნენ. ათენის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა კ. პაპარიგოპულოსმა XIX საუკუნის შუა ხანებში პირველად ჩამოაყალიბა იდეები ახალგაზრდა […]
16 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. ირინა ლობჟანიძის მიერ გამოსაცემად მომზადებული წიგნის „პარაკლიტონის“ პრეზენტაცია (იხ., http://manuscript.iliauni.edu.ge/). ირინა ლობჟანიძე სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის შედეგებს, კერძოდ, უორდროპების ონლაინკოლექციას (WCO), რომლის ნაწილია ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული მე-12 საუკუნის ქართული ხელნაწერი, […]
17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „უდიები – ეთნოგრაფიული ჩანაწერები: XIX, XX და XXI საუკუნეები“ პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს უდიების, კავკასიაში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხის, შესახებ ბოლო სამ საუკუნეში შეგროვებულ ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს. წიგნი იწყება უდი განმანათლებლის, მიხეილ ბეჟანოვის მე-19 საუკუნის ჩანაწერებით სოფ. ვართაშენისა და მისი მცხოვრებლების შესახებ. იგი აღწერს ერთი მეტად საინტერესო […]