15 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 22-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი. გუნდის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. დრო: 15 ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32. დასწრება თავისუფალია.
16 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი სოფიკო კოტრიკაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ტრადიცია და სიახლე ქართულ საავტორო სიმღერებში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – თამაზ გაბისონია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დრო: 16 ივლისი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია. 2024
16 ივლისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კახა ლომაიას წიგნის „გამოცდები: წერილები, ინტერვიუები, გამოსვლები, ჩანაწერები“ პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს ალექსანდრე (კახა) ლომაიას სხვადასხვა დროის პუბლიკაციებსა და გამოუქვეყნებელ მასალებს. ავტორის ვრცელ წინასიტყვაობასთან ერთად გამოცემაში შეტანილია წერილები განათლების რეფორმაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე გამოსვლები გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის სხდომებზე, ინტერვიუები და ჩანაწერები. კრებულის დანართში […]
18 ივლისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ღია კარის დღე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის შესახებ. შეხვედრას გაუძღვებიან ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის პროფესორები : ჯანა ჯავახიშვილი, დავით ოთიაშვილი და ირმა კირთაძე. მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის კურსდამთავრებულები და დამსაქმებლები. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა ინფორმაციას ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე მიღება-სწავლების, დასაქმების შესაძლებლობებისა და სფეროების შესახებ, […]