27-28 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: სოციალურ მეცნიერებათა სექცია – რეგისტრაცია დაიწყება 14:30 საათზე, კონფერენცია – 15:00 საათზე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია – რეგისტრაცია დაიწყება 14:30 საათზე, კონფერენცია – 15:00 საათზე. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
26 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი ვლადიმირ ბენკო სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისათვის წაიკითხავს ლექციას „შედარებითი ვებკორპუსები უცხო ენების სწავლებისა და შედარებითი კვლევებისათვის“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 26 ივნისი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 დასწრება თავისუფალია.