10-14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”გაიმართება სოციოლოგიის კვირეული. ღონისძიება გაიხსნება 10 ივნისს, 17:00 საათზე. ილიაუნის სოციოლოგიის პროგრამის პროფესორები, დოქტორანტები, მოწვეული მკვლევრები ისაუბრებენ აქტუალურ საზოგადოებრივ საკითხებზე საქართველოში. კვირეულზე წარმოდგენილი კვლევებისა და დისკუსიის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: მოსახლეობის დამოკიდებულება ევროკავშირში გაწევრიანებისადმი, პროტესტი და ახალგაზრდების ღირებულებები, უთანასწორობა და სოციალური პოლიტიკა, აფხაზეთის კონფლიქტი და სხვ.
10 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის La Géorgie à la croisée des cultures (საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე) პრეზენტაცია. წიგნის გამოცემის იდეა დაიბადა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ჩატარდა […]
14 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ილიაუნის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „კულტის კონსტრუირება შუა საუკუნეების საქართველოში". კონფერენციაზე სხვადასხვა აკადემიური სფეროს წარმომადგენლები განიხილავენ კულტის ფორმირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის პრაქტიკასა და სტრატეგიას შუა საუკუნეების საქართველოში. მოხსენებები შეეხება შუა საუკუნეების საზოგადოებრივ-კულტურული და რელიგიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს, რომლებშიც გაცხადებულია მმართველის, წმინდანის, ხატისა თუ […]