1-ელ აპრილს, 17:00 საათზე, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყოიძე წაიკითხავს მოხსენებას „ლევან კახთა მეფის (1518/20-1574) საქტიტორო წარწერები ათონის ფილოთეოსის მონასტერში". ათონის მთის ერთ-ერთი მონასტრისთვის ლევან კახთა მეფის გულუხვ შეწირულობაზე მოწმობს მისი და მისი მემკვიდრის, ალექსანდრეს (შემდგომში კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1601) ფრესკა ფილოთეოსის […]
5 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ქეთი ცოტნიაშვილი წარადგენს კვლევას „აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში". კვლევის მოკლე მიმოხილვა კვლევის მიზანია აკადემიური იდენტობებისა და ცხოვრების ტრანსფორმაციის კომპლექსურობის შესწავლა საქართველოში. ნაშრომში ხაზგასმულია საბჭოთა ეპოქიდან პოსტსაბჭოთა დროსა და სივრცეში გადასვლის მრავლობითი, არაწრფივი, კონფლიქტური და პარადოქსული ტრაექტორიები. კვლევის მთავარი […]