7-8 ივლისს ქალაქ ჰესენში (გერმანია) რურის საუნივერსიტეტო ალიანსის (University Alliance Ruhr) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით გაიმართება ორდღიანი კონფერენცია: „აკადემიური თავისუფლების შენარჩუნება: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკადემიური თანამშრომლობა გერმანიასთან“. კონფერენციის მიზანია ქართველი და გერმანელი აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისა და ინსტიტუციური პარტნიორების მიერ აკადემიური თავისუფლების საკითხებისა და საქართველოს უმაღლესი განათლების მხარდაჭერის […]
7 ივლისს, 11:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. კონფერენციაზე იმუშავებს ორი სექცია, ერთი – ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების პროგრამების, მეორე – სოციალური მეცნიერებების პროგრამების მიმართულებით. თითოეული მოხსენებისთვის განკუთვნილია 10 წუთი, კითხვა-პასუხისთვის – 5 წუთი. დღის წესრიგი 11:00-11:15 სთ. – რეგისტრაცია და […]