6-8 ოქტომბერს, ქუთაისში, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტთან და თბილისის სამედიცინო აკადემიასთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის მონაწილეობით საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (სსსა / GAMS) გამართავს IX საერთაშორისო კონფერენციას „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“. კონფერენცია აკრედიტირებულია ევროპის მედიცინის სპეციალისტთა კავშირის (UEMS) უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის […]
9-11 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ავანგარდის მომენტების გახსენება, ავანგარდის სცენების შეკავშირება“. ისტორიული ავანგარდი მოიცავს მივიწყებულ მომენტებსა და სცენებს, რომელთა ხელახალი აღმოჩენა, ევროპული ავანგარდის ცენტრალურ თუ პერიფერიულ სცენებთან შეკავშირება ჯერაც მიმდინარეობს. სხვადასხვა ნაციონალურ კულტურაში არ გამოვლინდებოდა ავანგარდული მომენტები, რომ არა ძლიერი სურვილი ესთეტიკური ძიებებისა და ექსპერიმენტაციის ფართო ევროპულ ქსელთან შეკავშირებისა. […]