4-8 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეის ინჰას უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეის კვლევების ცენტრის ინიციატივით, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის მონაწილეობით გაიმართება 5-დღიანი სტუდენტური კონფერენცია/ბანაკი. 4 და 5 ივლისს თბილისში გაიმართება აკადემიური კონფერენცია. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოუსმინოს და შეკითხვები დაუსვას კორეელ და ქართველ მომხსენებლებს, გაეცნოს საქართველო-კორეის ურთიერთობებთან დაკავშირებულ […]
10, 11 და 12 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე Georgian Implementation Science Fogarty Training (GIFT) პროგრამის ფარგლებში ჩატარდება საზაფხულო ინტენსიური ტრენინგი აშშ-ს იელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წამყვანი პროფესორების მიერ. ტრენინგის მიზანია დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს იმპლემენტაციურ მეცნიერებასა და ბიოსტატისტიკაში თეორიული და პრაქტიკული უნარების განვითარებაში. ვისთვის არის ტრენინგი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრატურის და […]