19 მარტს, 09:30 საათზე, სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება მაია მგელიაშვილის სახელობის სოციალური მუშაობის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“. კონფერენცია ეძღვნება მაია მგელიაშვილის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორის ხსოვნას, რომლის ღვაწლი სოციალური მუშაობის განვითარებასა და ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებით აღსანიშნავია. კონფერენციის თემაა სოციალური მუშაობის პრაქტიკა და განათლება […]