16-18 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა". საზღვრების გადალახვა და წითელი ხაზების გადაკვეთა სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებისა და ხელოვნების საერთო მახასიათებელია. ის თავად იყო განსხვავებული იდენტობებისა და მიკუთვნებულობების გადაკვეთაზე - თბილისში დაბადებული ეთნიკური სომეხი, რომელმაც თავისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი უკრაინაში, უკრაინული ფოლკლორის […]
17 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ ილიაუნის სამართლის სკოლასთან პარტნიორობით გამართავს სტუდენტურ კონფერენციას „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და სასამართლოს რეფორმა“. ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუდენტებთან ერთად იმსჯელებენ ევროინტეგრაციის გზაზე სასამართლო სისტემის რეფორმის არსებულ მდგომარეობაზე. ღონისძიების სპიკერები იქნებიან: ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი; ანა […]