19 აპრილს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“. სამდღიანი მრავალდარგობრივი საერთაშორისო კონფერენცია პირველსა და მესამე დღეს (18, 20 აპრილს) თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება. სხვადასხვა დარგის ქართველი და უცხოელი მკვლევრები ცენტრისა და პერიფერიის პერსპექტივიდან გააანალიზებენ […]
20-22 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ევროპის დიგესტიური ქირურგიის (European Digestive Surgery 2023) მე-15 საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის პროგრამა მოიცავს დიგესტიური მედიცინის ტრადიციულ გამოწვევებსა და თანამედროვე მიღწევებს, რომელთაც წარადგენს ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების 30-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპიკერი. მომხსენებელთა შორის იქნებიან ქართული სამედიცინო საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. კონფერენცია ასევე მოიცავს […]