21 დეკემბერს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიხსნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“. კონფერენცია გაგრძელდება ორ დღეს, 23 დეკემბერს კი მოეწყობა მრგვალი მაგიდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტზე „თბილისის ეთნორელიგიური მოზაიკა (1801-1921)“ მუშაობის პირველი წლის შედეგების შესახებ. პროექტის მონაწილეები წარმოადგენენ სამეცნიერო მუშაობის შედეგებს. კონფერენციის […]