ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბსა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია „ექსპლორიუმთან“ ერთად აცხადებს პროექტის „მოსწავლეთა კონფერენცია“ მონაწილეების შესარჩევ კონკურსს. კონფერენციაზე მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით უნდა წარადგინონ ციფრული პროექტი: სხვადასხვა სირთულის თამაში, ანიმაცია ან ჭკვიანი აპლიკაცია, შექმნილი ვიზუალური პროგრამირების ერთ-ერთ გარემოში, SCRATCH-ში. პროექტი განკუთვნილია IV-VII კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებმაც საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ფარგლებში ან არაფორმალური განათლების ცენტრების დახმარებით […]