2018 წლის 4-5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ქართულ-გერმანული ურთიერთობების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: „ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში“. კონფერენციის მიზანია, შეაჯამოს და ქართველ და უცხოელ მეცნიერებს განსახილველად წარუდგინოს 2015-2018 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ამავე სახელწოდების კვლევითი პროექტის შედეგები (პროექტის ხელმძღვანელი – პროფ. ნ. დობორჯგინიძე). პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის […]