კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპევტების თანამშრომლობა მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან“
6 მარტს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება ენისა და მეტყველების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპევტების თანამშრომლობა მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან“. მოხსენებებს წაიკითხავენ ენისა და მეტყველების თერაპევტები, ფსიქოლოგები, ადრეული განვითარების სპეციალისტი, ოკუპაციური, სენსორული, ქცევითი თერაპევტები, დამსწრეთ გააცნობენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობისა […]