საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკურ მისიათა მემკვიდრეობა. რელიგიური დაყოფა და კავშირები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში”

10-13 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკურ მისიათა მემკვიდრეობა. რელიგიური დაყოფა და კავშირები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“. კონფერენციაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. გვიანანტიკურობის ეპოქის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ადრეული მოდერნულობის საქართველოს კათოლიკური მისიები თავიანთ ლიტურგიკულ პრაქტიკაში ეყრდნობოდნენ ერთსა და იმავე ტექსტურ კორპუსს — ბიბლიის ძველ ქართულ თარგმანებს, რომელთა პირველი ნიმუშები V საუკუნის ხელნაწერებით არის […]

საერთაშორისო კონფერენცია „ტურიზმის პოტენციალი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული კონფლიქტების ფონზე“

24 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გერმანიის კონსტანცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (HTWG Konstanz) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ტურიზმის პოტენციალი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული კონფლიქტების ფონზე“. კონფერენციის მიზანია მეცნიერთა, მკვლევრების, პრაქტიკოსებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა შეკრება კვლევის შედეგებისა და შეხედულებათა გასაზიარებლად. აბსტრაქტების მიღება და კონფერენციაზე რეგისტრაცია კონფერენციაზე მოხსენების წარდგენის მსურველებს […]

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (სსსა / GAMS) IX საერთაშორისო კონფერენცია „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“

6-8 ოქტომბერს, ქუთაისში, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტთან და თბილისის სამედიცინო აკადემიასთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის  მონაწილეობით საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (სსსა / GAMS) გამართავს IX საერთაშორისო კონფერენციას „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“. კონფერენცია აკრედიტირებულია ევროპის მედიცინის სპეციალისტთა კავშირის (UEMS) უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის […]

„ავანგარდის მომენტების გახსენება, ავანგარდის სცენების შეკავშირება“ – H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

9-11 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ავანგარდის მომენტების გახსენება, ავანგარდის სცენების შეკავშირება“. ისტორიული ავანგარდი მოიცავს მივიწყებულ მომენტებსა და სცენებს, რომელთა ხელახალი აღმოჩენა, ევროპული ავანგარდის ცენტრალურ თუ პერიფერიულ სცენებთან შეკავშირება ჯერაც მიმდინარეობს. სხვადასხვა ნაციონალურ კულტურაში არ გამოვლინდებოდა ავანგარდული მომენტები, რომ არა ძლიერი სურვილი ესთეტიკური ძიებებისა და ექსპერიმენტაციის ფართო ევროპულ ქსელთან შეკავშირებისა. […]

„BRAIN AND NEUROPLASTICITY” – ახალგაზრდა ნეირომეცნიერთა I საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი და ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა ნეირომეცნიერებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს 21-23 ოქტომბერს იწვევს თბილისში პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის. მონაწილეები ჩაერთვებიან მოტივაციურ დისკუსიებში, წარადგენენ საკუთარ მონაცემებს და განიხილავენ ექსპერიმენტული და კლინიკური ნეირომეცნიერების სფეროს განსაკუთრებით ინოვაციურ იდეებს, კონფერენციის თავისუფალი ატმოსფერო მონაწილეებს ხელს […]

სამეცნიერო კონფერენცია „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“

2024 წლის 31 ოქტომბერს და 1-ელ ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი გამართავს პროფესორ გურამ კარტოზიას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“. საორგანიზაციო კომიტეტი იღებს მოხსენებებს ქართველური ენების, ქართველური ლინგვისტური მრავალფეროვნების, საფრთხეში მყოფი ენების ენობრივი დოკუმენტირებისა და კომპიუტერული დამუშავების შესახებ. ინტერესთა სფერო მოიცავს შემდეგ თემებს (თუმცა არ შემოიფარგლება): ქართველური ენების ფონოლოგია, […]

კონფერენცია „საინტერესო გარემო − გაუმჯობესებული კომუნიკაცია“

6 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციისა და ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „საინტერესო გარემო − გაუმჯობესებული კომუნიკაცია“. კონფერენცია ეძღვნება 6 მარტს, ენისა და მეტყველების თერაპიის საერთაშორისო დღეს, რომელიც ენისა და მეტყველების  თერაპიის ევროპის ასოციაციამ (ESLA) დააწესა. კონფერენციაზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/6uziBWUHDeWN4n8m8 ადგილების […]

საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე (3): ნანგრევები (ანტიკური და თანამედროვე) და მობილობა“

20-21 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში, ოვიდიუსის უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე (3): ნანგრევები (ანტიკური და თანამედროვე) და მობილობა“. კონფერენცია  შავი ზღვის ლიტერატურისა და კულტურის მკვლევართა შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ქსელის მორიგი ღონისძიებაა. კონფერენციის თანაორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი. პირველი საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული […]

კონფერენცია „ლექსიკონის დღე“

20 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით ლექსიკონის დღის აღსანიშნავად გაიმართება კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება პროფესორ თინათინ მარგალიტაძის დაბადების 70 წლისთავს. კონფერენციაზე ანგარიშის სახით წარადგენენ მოხსენებებს თინათინ მარგალიტაძე, გიორგი მელაძე და ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები. სამუშაო ენა: ქართული დრო: 20 დეკემბერი, 10:00-19:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G106 დარბაზი, გ. […]

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში

4 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. კონფერენციაზე მოხსენებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, რომელთაც გამოგზავნილი აქვთ შესაბამისი თემატური რეზიუმეები. კონფერენციას დაესწრებიან და მომხსენებლებს შეაფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები. კონფერენციის სექციები: სოციალურ მეცნიერებათა სექცია: კონფერენციის დაწყების დრო […]